უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არ აპირებს ჯარი დაკავებული პოზიციებიდან გაიყვანოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა მზად უკრაინის ხელისუფლება "პუტინის გეგმის" თანახმად, ჯარი დაკავებული პოზიციებიდან გაიყვანიოს, პოროშენკომ უპასუხა, რომ ტერიტორიების დატოვებაზე ვერ ისაუბრებს, რადგან საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, დონბასში ტერორისტების კონტროლქვეშ იყო ტერიტორიების დიდი ნაწილი.
"დღეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ორ მესამედამდე შემცირდა და ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება", -განაცხადა პოროშენკომ.