დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, რუსულ-ტერორისტული ჯარები მინსკში გაფორმებული პროტოკოლს არ იცავენ და თავდასხმები გრძელდება.
“რუსული ჯარისა და ტერორისტების მიერ დონბასის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარის ბლოკ-პოსტებზე თავდასხმები და მათი პოზიციების დაცხრილვები გრძელდება”, - აცხადებს ტიმჩუკი.
მისივე თქმით, დონეცკში აეროპორტის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარის პოზიციებზე თავდასხმების მცდელობას ჰქონდა ადგილი. შტურმის დროს მოწინააღმდეგეები ყუმბარმტყორცნებს და ცეცხლმტყორცნებს იყენებენ.
ტიმჩუკის განცხადებით, უკრაინის ჯარი ზავის პირობებს სრულად იცავს და თავის პოზიციებზე თავდასხმების დროს მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან.