აშშ-ი ამუშავებს გეგმებს რუსეთის სიახლოვეს ქვეყნების მხარდასაჭერად

აშშ-ი ამუშავებს გეგმებს რუსეთის სიახლოვეს ქვეყნების მხარდასაჭერად

აშშ-ი ამუშავებს გეგმებს რუსეთის სიახლოვეს, უკრაინის გარდა სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვას მხარდასაჭერად. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, მაღალ დონეზე ჩართულობის გარდა, აშშ-ი გეგმავს გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს დახმარება უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და მოლდოვასთვის.

"თუ ეს დაფინანსდება, მაშინ აშშ-ის ევროპული დახმარების ინიციატივა მოიცავს გაზრდილი დახმარების დებულებებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვაში შესაძლებლობების შექმნისთვის, რათა ამ ქვეყნებმა უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და გაზარდონ თავსებადობა დასავლეთის ძალებთან. გარდა ამისა, უელსში ალიანსმა გამოაცხადა რიგი ახალი ინიციატივებისა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების შესახებ. დაბოლოს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, რათა განვავითაროთ უფრო ძლიერი დახმარებისა და ჩართულობის პროგრამები ამ ქვეყნებისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.