მთავრობა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნას გეგმავს

მთავრობა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნას გეგმავს

მთავრობა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნას გეგმავს. ეს იქნება რუკა, სადაც რაიონების, მუხლების, დანაშაულების კატეგორიის მიხედვით შესაძლებელი იქნება შემოწმდეს სად რა დანაშაული მოხდა და როგორ დაკვალიფიცირდა ის. ასეთი რუკის შექმნის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვის ერთული რჩება და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. "კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკასთან დაკავშირებით ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ "ღია მთავრობის პარტნიორობის შესრულების სამოქმედო გეგმა". ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც შს სამინისტრომ იკისრა და მთავრობამ დაამტკიცა, არის უფრო მეტი გამჭვირვალობა არა მხოლოდ სტატისტიკის, არამედ მოქალაქისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, მედიისთვის, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია გვქონდეს ამა თუ იმ დანაშაულზე. შეიქმნება კრიმინოგენური რუკა. ეს იქნება ელექტრონული რუკა, რომელზეც რაიონების, მუხლების, დანაშაულების კატეგორიის მიხედვით იქნება შესაძლებელი შემოწმდეს სად რა დანაშაული მოხდა, როგორ დაკვალიფიცირდა ის და რას ეხებოდა დანაშაული. ჩვენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთგულები ვრჩებით და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.