ძლიერმა წვიმამ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა წვიმამ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

ერთსაათიანმა ინტენსიურმა წვიმამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა დააზარალა და სასოფლო გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ხიდისთავი, სადაც ათობით სახლია დატბორილი. ამ წუთებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახანძრო და სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

"ხიდისთავი, ატენი და ტინისხიდი დააზარალა სტიქიამ, თუმცა, ყველაზე რთული მდგომარეობა ხიდისთავშია. პირველ ეტაპზე, სახლების სარდაფებიდან და ეზოებიდან ხდება ნალექის შედეგად მოვარდნილი წყლის ამოტუმბვა, ხვალ კი, საგანგებო კომისია შეიქმნება და თითოეულ ოჯახში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.