სამშვიდობო გეგმის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს სანქციები გაუუქმოს

სამშვიდობო გეგმის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს სანქციები გაუუქმოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის შემთხვევაშიь ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსეთს სანქციები გაუუქმოს. "უნიანის" ცნობით, ასე გამოეხმაურა ქემერონი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

"ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები, რომლებიც გასულ შაბათს ბრიუსელში შევათანხმეთ, შემოღებული იქნება, მაგრამ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამშვიდობო გეგმა შესრულდება, რა თქმა უნდა, სწორი იქნება გადახედვა, როგორ იქნება ეს სანქციები პოტენციურად გაწვეული", - აღნიშნა ქემერონმა.