გაერო მზადაა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმდინარეობაზე დაკვირვება საკუთარ თავზე აიღოს.
"უნიანის" ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მისიის საკუთარ თავზე აღებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მხარეები შესაბამის მოთხოვნას დააფიქსირებენ. "გაერო ყოველთვის მზადაა საკუთარი როლის შესასრულებლად", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მზადაა დახმარებისთვის ნებისმიერი საშუალებით, რასაც მხარეები მოითხოვენ.