ბარაქ ობამა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას სკეპტიკურად უყურებს

ბარაქ ობამა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას სკეპტიკურად უყურებს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა "იმედს იძლევა", თუმცა, აღნიშნულთან მიმართებაში სკეპტიკურად არის განწყობილი, - ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება.

ამერიკის პირველი პირი უნდობლად უყურებს იმ ფაქტს, რომ დონბასში ტერორისტები შეთანხმებას შეასრულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს დახურულ სამიტზე უელსში განაცხადა. მისი თქმით, აშშ და ნატო სრულიად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას და უფლებას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ობამას განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ "საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ევროპის შესახებ, რომელიც ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანია".