“სამიტის მზადების ბოლო პერიოდში პრემიერი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა”

“სამიტის მზადების ბოლო პერიოდში პრემიერი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა”

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა “პირWელთან” საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი მკაფიოდ დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ქართულმა დიპლომატიამ აქტიურად იმუშავა, რათა ნატო-ს უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამხდარიყო. 

“უელსის სამიტის მზადების ბოლო პერიოდში, მასში უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურებიც ჩაერთვნენ. კერძოდ მხედველობაში მაქვს ის, რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერებთან როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია. ვფიქრობ, უელსის სამიტი ძალიან წარმატებულია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი დაფიქსირებულია ძალიან მკაფიოდ და პოლიტიკური გზავნილების გარდა, რომელიც უელსის სამიტის დეკლარაციებშია ასახული, როგორც ცნობილია, საქართველოსთან დაკავშირებით ალიანსმა არსებით ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან, ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას”, – განუცხადა “პირWელს” ზალკალიანმა.