1-ელი ოქტომბრიდან ნატოს ახალი გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. ანდერს ფოგ რასმუსენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვლის. ამის შესახებ უელსის დღევანდელ სამიტზე თავად რასმუსენმა განაცხადა.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი იენს სტოლტენბერგი მუშაობას ოფიციალურად 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. ნორვეგიის მთავრობას ის 2005 წლიდან 2013 წლამდე მეთაურობდა. იყო ნორვეგიის მუშათა პარტიის ლიდერი.