“მაჩვენებლების გაუმჯობესება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება”

“მაჩვენებლების გაუმჯობესება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება”

როგორც ექსპერტმა თემის კომენტირებისას განაცხადა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ფაქტობრივად, აღნიშნავს იმას, თუ რა გარემოა შექმნილი ქვეყანაში, რათა მეწამეობა განვითარდეს.

“შესაბამისად, მას აქვს მთელი რიგი პუნქტები, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესინსტიტუტების განვითარებას, მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ბაზრების ეფექტიანობას, როგორაა დაცული საკუთრება, რამდენად რთულია გადასადახების გადახდა, რა მდგომარეობაშია სასამართლო ინსტიტუტები, როგორ ხდება კანონდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება და რამდენად ეფექტიანია იგი ბიზნესისთვის. ყოველივე ეს აისახება ამ მაჩვენებლებში. რამდენადაც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა ცვლილებები, შესაბამისად, რეიტინგმაც მოიმატა. საქმე ისაა, რომ 2010-2011 წლებში რეიტინგი დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც 7-8 წლის წინ. ეს ფაქტორები ძალიან ნელა ვითარდებოდა, ზოგჯერ უმჯობესდებოდა, ზოგჯერ უარესდებოდა კიდეც. 2011-2012 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით შემცირდა უარყოფითი მხარეები, რის შედეგადაც საქართველომ ეს პოზიციები გაიმაგრა და 69-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ფაქტობრივად, დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ყველა უცხოელი ინვესტორი უყურებს, თუ რა მდგომარეობაშია ეს ინსტიტუტები, რამდენად ღირს ამ ქვეყანაში საქმიანობის განვითარება და ამის მიხედვით იმსჯელებს, დააბანდოს თუ არა თავისი ფული. რამდენადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადი ბერკეტია საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მაჩვენებლების გაუმჯობესება არის კარგი სავიზიტო ბარათი ქვეყნებისთვის, რათა უცხოელებმა თამამად გადაწყვიტონ საკუთარი ინვესტიციების დაბანდება ქვეყანაში”, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.

როგორც ცნობილია, „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველომ 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა.