საქართველოს პრეზიდენტი ბულგარელ კოლეგას როსენ პლევნელიევს შეხვდა. ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. შავი ზღვის აუზის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ქვეყნებში ერთობლივად ხორციელდება.
საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს სამიტის მნიშვნელობაზე, უკრაინაში შექმნილი კრიზისის ფონზე. გიორგი მარგველაშვილმა როსენ პლევნელიევს მადლობა გადაუხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და ქვეყნის პირველმა პირმა ბულგარელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.