პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა გამოიძიების ბოლომდე მისაყვანად , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესაძლებლობის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯები ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს პროცედურა სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისთანავე დაიწყო.