გიორგი მარგველაშვილი - იმ ქვეყნის მსგავსად, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, ჩვენც დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო

გიორგი მარგველაშვილი - იმ ქვეყნის მსგავსად, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, ჩვენც დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს მიმართა. 

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ახალ დემოკრატიულ სახელწიფოთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცდილობს ააშენოს თანამდეროვე დემოკრატიული სახელმწიფო. იმ ქვეყნის მსგავსად, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, ჩვენც დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო. რეალურად არსებობს გამოწვევა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, რაც გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ერის შექმნას, რომელსაც აქვს დასავლური ფასეულობები და დასავლური ორიენტაცია. ეს დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან, არამხოლოდ იმ პრობლემასთან, როგორიცაა ნოუ-ჰაუს ნაკლებობა, არამედ გეოპოლიტიკურ გარემოსთან, რაც არის რეგიონში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.