რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ოთხი ქვეყანა მხარს არ უჭერს

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ოთხი ქვეყანა მხარს არ უჭერს

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მხარს არ უჭერს. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ესენია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და კვიპროსი. ამავდროულად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომხრეა, რომ ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციების ახალი ეტაპი შემოიღოს. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მხარს უჭერენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც.

"როიტერის" წყაროს ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ სანქციებს "აზრსმოკლებული და კონტრპროდუქტიული" უწოდა.

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთკვირიანი ვადა აიღო.