ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში კიდევ რამდენიმე რუსი მედესანტე დააკავეს. სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
"ერთ-ერთი ჯგუფის მიერ ალყიდან გამოსვლის დროს რამდენიმე რუსი მედესანტე დააკავეს", - განაცხადა ლისენკომ. მისივე თქმით, რამდენადაც რუსეთი ოფიციალურად არ აწარმოებს ომს უკრაინასთან, აღნიშნული მედესანტეები არა სამხედრო ტყვეებად, არამედ დაკავებულებად ითვლებიან.
უფრო ადრე უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებული 9 რუსი მედესანტე გუშინ 63 უკრაინელ სამხედროში გაიცვალა.