საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებაზე პრობლემებს არ შეუქმნიაინ.
რატიანი ეჭვობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდვებს მხოლოდ ის ქვეყნები დაუწესებენ, რომლებიც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებად აღიქმება.
"ის ფაქტი, რომ პროცესები ნაჩქარევად დაიწყო მას შემდეგ, რაც სარფში სააკაშვილი გამოჩნდა, პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება იმ ფონზე, როცა უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბუნდოვანი და გაურკვეველი პოზიცია აქვთ, მაშინ, როცა სააკაშვილის პოზიცია მკვეთრი და ნათელია. გამორიცხულია, რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანამ და ზოგადად დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეზღუდონ სააკაშვილის გადაადგლება. ასეთი შეზღუდვები შეიძლება დააწესონ რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ქვეყნებმა, როგორიცაა ვანუატუ და ტუვალუ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგო რატიანმა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.