“ჩვენთვის მთავარია, პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს”

“ჩვენთვის მთავარია, პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს”

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას.

“ჩვენთვის ერთი რამ არის მთავარი, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, ტრანსფარენტული, მაღალკვალიფიციურად დადასტურებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, - განაცხადა დოლიძემ.