პუტინი დასავლეთს ურჩევს, დაფიქრდეს, რაში გამოიხატება ევროპული დემოკრატიული ფასეულობა

პუტინი დასავლეთს ურჩევს, დაფიქრდეს, რაში გამოიხატება ევროპული დემოკრატიული ფასეულობა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სახელმწიფოებრიობის საკითხზე არსებითი მოლაპარაკებები დაიწყოს და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესი გათვალისწინებული იქნას.

მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს და ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყოს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქალაქებს და სოფლებს ესვრიან და ამაზე აჯანყებულებს რეაგირება არ ექნებათ და მხოლოდ საზოგადოებრივ მოლაპარაკებებს დაელოდებიან, მაშინ ეს ადამიანები ილუზიის ტყვეობაში არიან”, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს ურჩევს, დაფიქრდეს, რაში გამოიხატება ევროპული დემოკრატიული ფასეულობა.

“სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა, ხელისუფლების მიტაცება, ეს რა, თანამედროვე ევროპული ფასეულობაა? მეჩვენება, რომ საჭიროა, ჩვენ კოლეგებს ეს შევახსენოთ”, - დასძინა პუტინმა.