სეპარატისტებმა უკრაინულ მხარეს 223 სამხედრო ტყვე გადასცეს

სეპარატისტებმა უკრაინულ მხარეს 223 სამხედრო ტყვე გადასცეს

სეპარატისტებმა უკრაინულ მხარეს 223 სამხედრო ტყვე გადასცეს. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ "ნოვოროსიის არმიის" შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა. 

"30-31 აგვისტოს ღამეს ჩვენს მიერ დაცული იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რა დროსაც უკრაინულ მხარეს ტყვედ ჩავარდნილი 223 სამხედრო გადაეცა", - აღნიშნა "ნოვორისიის არმიის" შტაბის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამავდროულად, მათ საშუალება არ მისცეს უკრაინულ არმიას, ალყიდან გაეყვანა მძიმე ტექნიკა.

მისივე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინული არმიის დანაკარგი დონეცკის, ლუგანსკისა და მარიუპოლის მიდამოებში 5 ტანკი და 8 სამხედრო ჯავშანმანქანა იყო, ხოლო დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვმა 120 შეადგინა.