უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან 765 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
"29 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ანტიტერორისტულ ოპერაციას 765 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 11 უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ხოლო 2765 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა", - განაცხადა ლისენკომ.