“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ჩვენთვის მიუღებელია”

“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ჩვენთვის მიუღებელია”

მის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომლის აზრით, ეს კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობის შთაბეჭდილებას შექმნის.

“მე პირადად მივიჩნევ, რომ უკრაინაში იარაღის შეტანა გერმანიისთვის მიუღებელია. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება სწორედ იმ მიზეზით, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის არ გვჯერა. არ უნდა შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება კრიზისის გადაწყვეტას დაეხმარება. სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, სხვა ქვეყნებს შესაძლოა, სხვა პასუხი ჰქონდეს, თუმცა ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება”, - განაცხადა მერკელმა.