ნოვოსვეტლოვკაში ყველა სახლი გაანადგურეს, იქ არცერთი ადგილობრივი მცხოვრები აღარ დარჩა.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ლუგანსკის ოლქში, ნოვოსვეტლოვკაში რუსულმა ჯარმა ყველა სახლი გაანადგურა.
“მოვიდნენ რუსული ტანკები და ყველა სახლს ესროლეს, იქ არავინ დარჩა”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ნოვოსვეტლოვკაში რუსული ჯარი ჩეჩნეთის სცენარით მოქმედებდა, ყველა შენობა გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულმა ნაწილმა, ასევე ბატალიონ “აიდარის” მებრძოლებმა მიიღეს ბრძანება ხრიაშევატოე და ნოვოსვეტლოვკა დატოვონ. “ბოევიკებთან” შეტაკებები ლუგანსკის, ილოვაისკის, ლუტუგინოს რაიონებში გრძელდება.