პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა გადაიბარა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ჰერმან ვან რომპეიმ დაწერა.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილება ის არის, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონს თანამდებობაზე იტალიელი ფედერიკა მოგერინი შეცვლის.
"ცენსორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ევროსაბჭოს ექს-პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ დაწერა.