ბრიუსელში, ევროკავშირის სპეციალური დახურული სხდომა მიმდინარეობს. უკრაინული სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაჩქარებული პროცედურით მოხდება.
დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აგრესორის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს.