გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზად არის უკრაინას ფინანსური, დონბასს კი, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას მხარეებმა პეტრო პოროშენკოს ევროკავშირის სხდომაში მონაწილეობაზე და შემაჯამებელ ოქმზე - ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს.
ანგელა მერკელმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.