პეტრო პოროშენკო - უკრაინა ევროპის საზღვარს იცავს

პეტრო პოროშენკო - უკრაინა ევროპის საზღვარს იცავს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა , რასაც მან ომი უწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მისი თქმით, ომი, რომელშიც ადამიანები იღუპებიან, მხოლოდ უკრაინის ომი არ არის. 

"ეს არის ბრძოლა ევროპის მომავლისთვის, ღირებულებებისთვის. ევროპის საზღვარს, ახლა უკრაინა იცავს", - განაცხადა პოროშენკომ და ევროპელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ საფრთხე ევროპის კარზეც აკაკუნებს, ხვალ კი ახალ რეალობად შეიძლება იქცეს ყველა ევროპელისთვის. 

პოროშენკომ ევროპელ ლიდერებსაც მოუწოდა, კონკრეტულად იმოქმედონ და უკრაინას მხოლოდ მორალური მხარდაჭერა არ გამოუცხადონ. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას განახორციელებს და შეზღუდვებს გააფართოებს.