სარფის საბაჟოზე რიგები დგას

სარფის საბაჟოზე რიგები დგას

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, საბაჟოზე ამბობენ, რომ წუხელ ძლიერი წვიმის გამო , საბაჟოზე ავტომატურად გაითიშა ელექტროენერგია და შესაბამისად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონული სისტემები. ამის გამო, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებულია. 

აღნიშნულის გამო ათასობით მოქალაქეს 4-5 საათი უწევს რიგში დგომა კონტროლის გასავლელად. რაც შეეხება ავტომანქანებს, ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს.