ალჟირში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა.
"უნიანის" ცნობით, შემთხვევა ალჟირის სამხრეთით, პროვინცია ტამანრასეტში მოხდა. თვითმფრინავი სატვირთო იყო და აფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა.