უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, რუსეთის არმიამ "ჩეჩნური სცენარით" სრულად გაანადგურა ლუგანსკის ოლქში მდებარე სოფელი ნოვოსვეტლოვკა.
მისივე თქმით, რუსეთის არმიამ შეტევისას ტანკები და ზალპური ცეცხლის სისტემები გამოიყენა.
როგორც ანდრეი ლისენკომ აღნიშნა, რუსეთის არმიამ სოფელში სრულად გაანადგურა ყველა სახლი და სოფელ ხრიაშჩევატოეს მიმართულებით დაიძრნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები ლუგანსკის ოლქის სხვა ქალაქებსა და სოფლებში.