დარიალის ხეობაში გზის გახსნა გადაიდო

დარიალის ხეობაში გზის გახსნა გადაიდო

დარიალის ხეობაში  დაგეგმილი გზის გახსნა, რომელიც 12.00 საათისთვის იყო დაგეგმილი,  გადაიდო. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამთენიისას დარიალში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. 

მათივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში უკვე მობილიზებულია ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდა დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს. შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი. 

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულიად მოხდეს თერგის კალაპოტში დაბრუნება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალში ჩავა და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ ადგილზე მიიღებს. 

10 დღის წინ დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწოლისას პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
დარიალის ხეობაში ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.