საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს

საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს

საქართველოს პარლამენტმა, საშემოდგომო სესიაზე შესაძლოა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს ტექსტს, თუმცა, ჯერჯერობით სამუშაო პროცესია და დოკუმენტის შინაარსზე საუბარი ნაადრევია.

"ჩვენ თუკი გადავწყვეტთ ამ დოკუმენტის მიღებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობასაც შევთავაზებთ და იმედი მაქვს, პარლამენტი ამ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვანი იქნება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

როდის გაიხსნება საშემოდგომო სესი, 2 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, მანამდე კი, გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.