პოლონეთმა სერგეი შოიგუს თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების ნება მისცა

პოლონეთმა სერგეი შოიგუს თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების ნება მისცა

ვარშავაში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშეს განცხადებით, სიტუაცია გარკვეულია და თვითმფრინავს შეუძლია, პოლონეთის საჰაერო სივრცეში იფრინოს.

პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს, რომელიც სლოვაკეთიდან ბრუნდებოდა, ფრენის ნება არ მისცა. როგორც პოლონეთის შეიარაღებული ძალების პრეს-მდივანმა განაცხადა, ეს იმის გამო მოხდა, რომ თვითმფრინავი გაცხადებული იყო, როგორც სამოქალაქო და ის ფრენას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა, როცა რეისის სტატუსი შეიცვლებოდა.

მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის მეთაურმა მიიღო შეტყობინება, რომ პოლონეთი ტუ-154-ს საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას არ აძლევდა, თვითმფრინავი ბრატილსავას აეროპორტში დაეშვა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.