პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთმა ტუ-154-ს, რომლითაც სერგეი შოიგუ სლოვაკეთიდან რუსეთში ბრუნდებოდა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა.

ამის შესახებ “რია ნოვისტი” საკუთარ კორესპოდენტზე დაყრნობით იუწყება, რომელიც თვითმფრინავში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის მეთაურმა მიიღო შეტყობინება, რომ პოლონეთი ტუ-154-ს საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას არ აძლევდა, თვითმფრინავი ბრატილსავას აეროპორტში დაეშვა. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.