ილოვაისკიდან ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების გასაყვანად

ილოვაისკიდან ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების გასაყვანად "კორიდორი" არ არის

ილოვაისკიდან ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების გაყვანისთვის "კორიდორი" არ არის. სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

"ილოვაისკის რაიონში ჩვენი სამხედროების მანევრირება ხდება. არანაირი კორიდორი, რომელზეც მთელი დღეა საუბრობენ, არ არის. ქვედანაყოფების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ჩვენ არ ვახმაურებთ ჩვენივე სამხედროების უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა ლისენკომ იმ კითხვის პასუხად, რომელიც ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორში გადაადგილებისას უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივად დაღუპვას ეხებოდა.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სამხედროების მასობრივად დაღუპვის შესახებ. არც ასეთი კორიდორი არსებობს", - დასძინა ლისენკომ.