“ბოევიკებმა” ალყაში მოქცეული ჯარისკაცებიდან 4 მოკლეს, 19 დაჭრილია

“ბოევიკებმა” ალყაში მოქცეული ჯარისკაცებიდან 4 მოკლეს, 19 დაჭრილია

ანტიტერორისტული ძალების დანაკარგი შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის და უკრაინის შეიარაღებული ძალების კოლონა “ბოევიკებმა” ალყაში მაშინ მოაქციეს, როდესაც ისინი ანტიტერორისტული ძალების დასახმარებლად დებალცევოდან უგლეგორსკის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ორმხრივი ბრძოლის შედეგად დაღუპულია 4 უკრაინელი სამხედრო, 19-მა კი სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღეს.