„უელსის სამიტზე პასუხები უნდა გაეცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც სრულფასოვანი წევრობისკენ მიილტვიან“

„უელსის სამიტზე პასუხები უნდა გაეცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც სრულფასოვანი წევრობისკენ მიილტვიან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, ის რომ რუსული ტანკებით, რუსული იარაღით, რუსი ჯარისკაცები ისვრიან, ეს ნიშნავს იმას, რომ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა რეალურად ეს ბრძოლა და განსაკუთრებით დღეს, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი უნდა იყოს ისე როგორც არასდროს მყისიერი, კონკრეტული და ქმედითი რაც ყველაზე მთავარია. მოდის უელსის სამიტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სამიტზეც კონკრეტული პასუხი გაეცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც მიილტვიან სრულფასოვანი წევრობისკენ, კონკრეტული ქმედებით, კონკრეტული დეკლარაციით, ამავე დროს ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის რომ ეს ქვეყნები არ არიან მარტო და მათი ტერიტორიული მთლიანობა არის დაცული“, - აცხადებს დოლიძე.