“არ მგონია, ვინმეს, მათ შორის უკრაინელებსაც სურდეთ, რომ ნატო-ს სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში”

“არ მგონია, ვინმეს, მათ შორის უკრაინელებსაც სურდეთ, რომ ნატო-ს სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში”

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციაულური წარმომადგენლის განცხადებით, ნათელია, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღს და სამხედროებს გზავნის.

“რუსეთი მხარს უჭერს და ამარაგებს სეპარატისტებს. ზუსტად ამ ქაოსის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. ვგულისხმობ, მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებას. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, ნატო-ში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის დგას და ეჭვები უკვე აღარ არსებობს. რუსეთი არის აქტიურად ჩართული უკრაინის ტერიტორიაზეც და ისინი აქტიურად იყენებენ რუსეთის ტერიტორიასაც. ნატო-მ სატელიტური ფოტოებიც გაავრცელა იმის გამო, რომ ეჭვი სხვებსაც აღარ ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რას აცხადებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ამბობენ იმას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ ყველას ვაჩვენებთYფაქტებს. მსოფლიომ უკვე კარგად იცის, რა ხდება უკრაინაში”, - განაცხადა აპატურაიმ “მოამბესთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება სამხედრო დახმარების შესაძლებლობას, აპატურაი ამ თემაზე დასმულ შეკითხვასაც პასუხობს.

“საკმაოდ სიღრმისეული პაკეტი გვაქვს მომზადებული. ის, რასაც ჩვენ შევთავაზებთ უკრაინას სამიტზე, ეს არ არის ნატო-ს სამხედროების უკრაინაში გადასროლაზე მიღებული გადაწყვეტილება. არ მგონია, ვინმეს, მათ შორის უკრაინელებსაც სურდეთ, რომ ნატო-ს სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში”,ც-განაცხადა აპატურაიმ.