გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი  უკრაინის ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა  უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და კიდევ ერთხელ გამოხატა  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა და ვასილ ციბენკომ ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე  და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე  შეთანხმდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ელჩთან უელსის სამიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.