ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას და მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას და მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება , რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური მიღებაზე მიწვეულია მეუღლესთან ერთად. საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.

უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.