ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში პირდაპირ სამხედრო ოპერაციებში არიან ჩართული

ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში პირდაპირ სამხედრო ოპერაციებში არიან ჩართული

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მიუხედავად მოსოვის უარყოფისა, ცხადია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ტექნიკამ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

მისივე თქმით, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, არამედ იმ სახიფათო გზის ნაწილია, რომელიც უკვე თვეებია, უკრაინაში გრძელდება. 

"რუსეთის სამხედრო ძალები ჩართული არიან უკრაინაში პირდაპირ სამხედრო ოპერაციებში. რუსეთი აგრძელებს სეპარატისტებისთვის ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, არტილერიისა და სარაკეტო დანადგარების მიწოდებას. მეტიც, რუსეთი აგრძელებს ათასობის შეიარაღებული სამხედროს განლაგებას უკრაინის საზღვართან ახლოს. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. ესშეუძლებელს ხდის ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 

როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-უკრაინის კომისიაზე გამოსვლისას განაცხადა, ალიანსმა ძლიერი სოლიდარობა გამოთქვა უკრაინის მიმართ. მისივე თქმით, მომავალ კვირაში შეხვედრა გაიმართება პეტრო პოროშენკოსთან, რათა ცხადად დააფიქსირდეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. 

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო სამხედრო ქმედებები, შეაჩეროს შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერა და დაუყოვნებელი და რეალური ნაბიჯები გადადგას მწვავე კრიზისი დეესკალაციისთვის", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.