უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა ილოვაისკთან რუსული ტანკების იერიში მოიგერიეს და 12 ტყვე აიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ბატალიონ "დონბასის" მეთაურ სემიონ სემენჩენკოზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინულ ძალებს 7 რუსული ტანკი და ქვეითები უტევდნენ.
"მე ერთ-ერთი ჯგუფის მეთაურმა დამირეკა. მათ უტევდათ 7 რუსული ტანკი და ქვეითების ბატალიონი", - წერს სემენჩენკო სოციალურ ქსელში.