უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო ტყვეთა შორის ორი ქართული გვარის სამხედროც არის

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო ტყვეთა შორის ორი ქართული გვარის სამხედროც არის

უკრაინელმა ჟურნალისტებმა იმ სამხედროების ნაწილი ამოიცნეს, რომლებიც დონეცკში მოწყობილ "ტყვეების მარშში" სეპარატასტებმა ჩაატარეს. მათ შორის ორი ქართული გვარის ადამიანიც არის. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ იმ 18 ტყვედ ჩავარდნილი სამხედროს სია გამოაქვეყნა, რომლებიც 24 აგვისტოს სეპარატისტებმა დონეცკის ქუჩებში გამოიყვანეს და ხელებშეკრული ჩაატარეს. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ შორის იყო ორი ქართული გვარის სამხედრო – ალექსანდრე წიკლაური და იური ბუკია. 

24 აგვისტოს ტეორისტებმა დონეცკში ე.წ. ტყვეების აღლუმი მოაწყვეს, რომლის დროსაც ქალაქში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების კოლონა ჩაატარეს. საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილის, რეიჩელ დენბერის განცხადებით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების "მარში" ჟენევის კონვენციის დარღვევაა.