დავით ბაქრაძის დაკითხვა შეჩერდა

დავით ბაქრაძის დაკითხვა შეჩერდა

მთავარ პროკურატურაში ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის დაკითხვა შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროკურატურის შენობაში დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის, მაკა მეტრეველის დაკითხვა ერთდროულად დაიწყო, მათ კი ერთი ადვოკატი, გიორგი გელხაური ჰყავდათ. აქედან გამომდინარე, დავით ბაქრაძის დაკითხვა შეჩერდა. პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, რომლის შესვლის შემდეგაც დავით ბაქრაძის დაკითხვა განახლდება.
 

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ არ ისურვა, რომ ცალ-ცალკე მომხდარიყო მათი დაკითხვა. დასრულებულიყო ჯერ ერთი ადამიანის დაკითხვა და ადვოკატს ჰქონოდა შესაძლებლობა, დასწრებოდა მეორის დაკითხვას, თუმცა პროკურატურამ ეს არ გააკეთა. 

"ვინაიდან პარალელურად მიმდინარეობდა ორივეს დაკითხვა, შეჩერდა დავით ბაქრაძის დაკითხვა და ჩემი შესვლის შემდეგ დაკითხვა განახლდება. ბაქრაძის დაკითხვას დავესწრები მე", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა. 

დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე პროკურატურაში არადეკლარირებულ თანხასთან დაკავშირებით არიან დაბარებულები.