ვლადიმერ პუტინი - უკრაინა ალყაში მყოფი თავისი სამხედროების გამოყვანას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინი - უკრაინა ალყაში მყოფი თავისი სამხედროების გამოყვანას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, კიევი არ აპირებს ალყაში მყოფი თავისი სამხედროები გამოიყვანოს. ამის შესახებ პუტინმა ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინი მიიცნევს, რომ ეს არის უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის შეცდომა.

"ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყვანოს ალყაში მყოფი სამხედროები და პირიქით, შეირაღებულ ფორმირებებთან (ე.წ. აპალჩენცებთან") იბრძოლოს. მე ვფიქრობ, ეს არის კოლოსალური შეცდომა, რომელიც მიგვიყვანს სერიოზულ მსხვერლამდე", - განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს დონბასში მოქმედ სეპარატისტებს მოუწოდა ჰუმანტარული კორიდორი გაეხსნა იმ უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც ალყაში მოექცნენ. 

დონბასში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებმა კი მზადყოფნა გამოთქვეს, ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის კორიდორი გარკვეული პირობით გაეკეთებინათ. 
"ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, გაკეთდეს ჰუმანიტარული კორიდორი ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გამოსაყვანად. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხო გამოყვანა ერთი პირობით - ისინი ჰუმანიტარული კორიდორიდან იარაღის გარეშე უნდა გამოვიდნენ", - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.