უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების კურსს აღადგენს

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების კურსს აღადგენს

უკრაინის მინისტრთა  კაბინეტი ნატო-ში გაწევრიანების კურსის აღდგენის შესახებ კანონპროექტს უმაღლეს რადაში შეიტანს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა , არსენი იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც იაცენიუკმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოზე მიიღეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობდა.

"უკრაინის მთავრობას პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი უკრაინის რომელიმე სამხედრო ბლოკში შეუსვლელობის სტატუსის გაუქმებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის კურსის აღდგენის შესახებ", -განაცხადა იაცენიუკმა. 

ამავე კანონპროექტის თანახამდ, უკრაინა მთავარ მიზნად ევროკავშირის წევრობას ისახავს. 

ნატო-ში გაწევრიანების კურსის აღდგენის შესახებ კანონპროექტს რადა დაჩქარებული წესით განიხილავს.