ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რასაც 12 რუსი მედესანტეც ემსხვერპლა

ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რასაც 12 რუსი მედესანტეც ემსხვერპლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რასაც 12 რუსი მედესანტეც ემსხვერპლა. 

უკრაინულის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები – ალექსანდრე კანდესიუკი და ალექსეი შეპელიუკი ალყაში მოექცნენ, თუმცა მათ ტყვედ ჩავარდნა არ ისურვეს და 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქეს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.