უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ბრძოლებს რამდენიმე ადგილას აწარმოებენ

უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ბრძოლებს რამდენიმე ადგილას აწარმოებენ

უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ბრძოლებს დონეცკში, ლუგანსკში, ალჩევსკში და დონბასის რამდენიმე პუნქტში აწარმოებენ. ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის პრესსპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა განაცხადა.

შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინის შეირაღებულ ძალებს რამდენიმე მიმართულებიდან გაუხსნეს ცეცხლი. 

ლეონიდ მატიუხინმა "ბოევიკების" ერთ-ერთი ლიდერის, იგორ ბეზლერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, შეირაღებულმა ფორმირებებმა ანტიტერორისტული ოპერაციის წარმომადგენლებს უკრაინული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი Точка-У წაართვეს.