ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ვიზიტი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მყარ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა მოუთმენლად ელის პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირების დიპლომატიური გზების განხილვას, ასევე აშშ-ის მომავალ მხარდაჭერას უკრაინელების ბრძოლაში, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.