გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, სამანტა პაუერის განცხადებით, რუსეთი ფაქტებითა და ტყუილებით მანიპულირებს.
"რუსეთი ყურს არავის უგდებს. ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო კანონებს ყურის დაგდებისა, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოდის და ყველაფერს ამბობს, სიმართლის გარდა. რუსეთი მანიპულირებს, მალავს ფაქტებს, რუსეთი ღია ტყუილზე მიდის", - განაცხადა სამანტა პაუერმა.
მისივე თქმით, საჭიროა არა რუსეთის სიტყვების მოსმენა, არამედ მისი ქმედებების თვალყურის დევნა.
როგორც სამანტა პაუერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რუსეთის მიერ საერთაშორისო წესდების უხეში დარღვევა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო გუშინ ნიუ ირკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.